იუვე ვლაჰოვიჩის საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება
დუშან ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი მომდევნო დღეებში გადაწყდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, იგორ ტუდორი სერბი ფორვარდის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის და დამიენ კომოლი დუშანთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობას უკვე შეუდგა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა დუშანს ტურინში დასარჩენად ხელფასის 12 მილიონიდან 8-8.5 მილიონამდე შემცირება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)