TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩის კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობა განახლდა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი სერბ ფეხბურთელს კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებასა და ხელფასის 12 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირებას შესთავაზებს.

ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ის ხელფასის შემცირებას.

29 views
error: დაცული კონტენტი !