TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე შეხვდება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელოდება.

ფანჯრის დახურვის შემდეგ, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე დაიწყებს მუშაობას და მათ შორის პრიორიტეტული დუშან ვლაჰოვიჩი გახლავთ.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი წლიური გასამრჯელო მიმდინარე სეზონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის შენარჩუნება და მისი ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება უნდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის ხელფასის 7-7.5 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერბი გუნდს მომდევნო ზაფხულში დატოვებს.