იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ განახლდება
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გააგრძელებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, სერბმა ფორვარდმა ტიაგო მოტაზე როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ ვლაჰოვიჩის გუნდიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არც კი განიხილება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ამ მომენტისთვის გუნდის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კი მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებენ. იუვენტუსს ვლაჰოვიჩის ხელშეკრულების 2026 წლიდან 2028/29 წლამდე გახანგრძლივება და მისი გასამრჯელოს 12 მილიონიდან 7.5-8 მილიონამდე შემცირება სურს.