იუვე ვლაჰოვიჩის გაყიდვას იანვარში ეცდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის გასხვისებას კიდევ ერთხელ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს იმედი აქვს, რომ სერბი მომდევნო კვირებში ფორმას შეინარჩუნებს და იანვარში მის გაფორმებას რომელიმე ინგლისური გუნდი ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის სიტუაციას ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდებიან. ბიანკონერი მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონის გამომუშავებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                