TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩის გამოყენებას ოსიმენის ტრანსფერში გეგმავს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნაპოლი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება და იუვენტუსი მის გამოყენებას ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად ეცდება.

წყაროს ცნობით, ნაპოლის დიდი ალბათობით მაქს ალეგრი ჩაიბარებს და იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეტევის გასაძლიერებლად სწორედ ვლაჰოვიჩი იქნება.

დი მარციოს თქმით, გუნდები არაერთი ფეხბურთელის სახელს, მათ შორის ოსიმენის, ვლაჰოვიჩისა და გატის შესაძლო ტრანსფერებს განიხილავენ.

40 views
error: დაცული კონტენტი !