TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ვლაჰოვიჩისა და სპალეტის კონტრაქტებს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა მომდევნო დღეებში ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტის გახანგრძლივებას გააოფიციალურებს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი როგორც ლუჩიანო სპალეტისთან, ასევე დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი ხელშეკრულებების ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სპალეტი იუვენტუსთან 2-წლიან (1+1) კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 6 მილიონს მიიღებს.

ვლაჰოვიჩი ტურინში კიდევ 2 სეზონი დარჩება, მისი ხელფასი 7 მილიონი იქნება, ის ასევე მსუყე ერთჯერად ბონუსს მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !