TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ გატი, იუვე ვლაჰოვიჩის კონტრაქტზეც მუშაობს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლიმ ფეხბურთელების ახალი კონტრაქტების თაობაზე დაიწყო მუშაობა.

როგორც უკვე მოგახსენეთ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსს ფედერიკო გატისთან ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, პარალელურად კი გუნდი დუშან ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადება.

სერბი ფორვარდის მიმდიანრე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, მისი გასამრჯელო კი მიმდინარე სეზონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც გუნდის ახალ სახელფასო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივება და მისი ხელფასის 7-7.5 მილიონადმე შემცირება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა გარდაუვალი იქნება.