იუვე ვლაჰოვიჩის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება
იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შორის მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ ერთი, სავარაუდოდ გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.
ტურინული გრანდი მზად არის, სერბს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივოს, მისი გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.
ამ მომენტისთვის მთავარი დაბრკოლება ერთჯერადი ბონუსი, ამავდროულად ფეხბურთელის აგენტის საკომისიოა, მაგრამ მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და მოსალოდნელია, რომ შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
