იუვენტუსი ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გასულ კვირას იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩის წარმომადგენელს შორის შეხვედრა შედგა და მხარეებმა ახალი კონტრაქტი განიხილეს.
წყაროს ცნობით, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, ამიტომ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში აქტიურად გაგრძელდება.
დი მარციოს თქმით, იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის აგენტს განუცხადა, რომ გუნდის დაწესებული სახელფასო ჭერის – 6-6.5 მილიონის შეცვლას არ აპირებს, თუმცა მზად არის, სერბს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ერთჯერადი ბონუსი შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
