იუვე ვიკარიოს ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა და არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს მან გუნდი დატოვოს.
წყაროს ინფორმაციით, დი გრეგორიოს ერთ-ერთი შესაძლო შემცვლელი ტოტენჰემის კარის დარაჯი გილერმო ვიკარიოა. იუვენტუსს მისი გაფორმება დაახლოებით 25 მილიონად შეეძლება.
ვიკარიოს გარდა, ტურინული გრანდი მარკო კარნესეკის კანდიდატურას განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
