იუვენტუსი ვესტ ჰემის ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსი ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს, რომელიც გუნდს იანვარში გააძლიერებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთ სამიზნე ვესტ ჰემის ნახევარმცველი გუიდო როდრიგესი იქნება.
31 წლის არგენტინელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისურ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იანვარში მისი გაფორმება საკმაოდ ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტად დავიდე ფრატეზი რჩება, მაგრამ გუიდო როდრიგესი ერთ-ერთი ალტერნატივაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
