იუვენტუსი ვენეციას იტალიელ ნახევარმცველზე მუშაობს
იუვენტუსი ვენეციას იტალიელი ნახევარმცველის ისა დუმბიას ტრანსფერით ინტერესდება.
22 წლის ფეხბურთელი სერია ბ-ში მოასპარეზე ვენეციას რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს კონკურენციას ბეშიქთაში და სპორტინგი გაუწევენ, ვენეცია მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
