იუვე ვეიგას მიმართ ინტერესს არ კარგავს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი რენატუ ვეიგას სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში მისი გაფორმება ცადოს.
ვეიგამ ტურინულ გრანდში გატარებული იჯარის პერიოდში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და იუვენტუსი მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ბიანკონერი ჩელსის მიერ მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდას არ აპირებს.
Tuttosport-ის ცნობით, თუ მომდევნო კვირებში იუვენტუსის რიგები ლლოიდ კელიმ დატოვა, ვისაც მსურველები ინგლისში ჰყავს, ტურინელების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ვეიგა იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                