TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა უდინეზეს ფორვარდზე მუშაობა დაიწყო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი უდინეზეს ფორვარდის ლორენცო ლუკას ტრანსფერით ინტერესდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მის გაფორმებას იანვარში ეცდება.

24 წლის იტალიელი ფორვარდი დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 5 გოლია.