იუვენტუსი ტურამის გაყიდვას არ განიხილავს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ხეფრენ ტურამის გაყიდვას არ განიხილავს.
წყაროს ცნობით, ხეფრენი ლუჩიანო სპალეტისთვის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და იტალიელ სპეციალისტს მისი დაკარგვა არ სურს.
პედულას თქმით, ამ მომენტისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომლის გუნდში დარჩენა გარანტირებული არ არის, ანდრეა კამბიაზოა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
