იუვენტუსი ტურამის ინტერში გაშვებას არც კი განიხილავს
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ ხეფრენ ტურამის ინტერში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე არსებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა.
„ხეფრენ ტურამის ინტერში გაყიდვის მინიმალური შანსიც არ არსებობს. ნერაძურის ინტერესი მართლაც არსებობს, მაგრამ ტურამი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ის არ იყიდება და გუნდის პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
