იუვე ტულუზას კიპერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ტულუზას კარის დარაჯის გილერმე რესტესის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი მატია პერინის შემცვლელის ძიებაშია, ვინც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და Corriere dello Sport-ის ცნობით, 20 წლის ფრანგი ტალანტი იუვეს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ტურინულ გრანდში ახალგაზრდა კიპერის ხილვა პირადად დამიენ კომოლის სურს. ფრანგი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელს კარგად იცნობს და მას ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მოიაზრებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
