იუვენტუსში დარჩენის შემთხვევაში, ტუდორი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, ტურინული გრანდი იგორ ტუდორისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.
წყაროს ცნობით, თუ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდმა ტუდორის შენარჩუნება გადაწყვიტა, ბიანკონერი ხორვატ სპეციალისტს ახალი ხელშეკრულებას შესთავაზებს, რაც მისდამი არსებულ ნდობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ამის გარდა, თუ ტუდორი გუნდში დარჩება, იუვენტუსი სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრებს მოიყვანს, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო შტაბის გაუმჯობესება იქნება.