TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კიეზას თაობაზე ტოტენჰემის წინადადების მოლოდინშია

გასულ კვირებში იუვენტუსის ვინგერი ფედერიკო კიეზა არაერთ ინგლისურ გუნდს დაუკავშრეს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს ტოტენჰემი იჩენს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელები ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს კიეზას აგენტთან ფალი რამადანისთან აწარმოებენ და პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემთხვევაში იუვენტუსს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ამ მომენტისთვის კიეზას თაობაზე არც ერთი წინადადება არ მიუღია. კრისტიანო ჯუნტოლი იტალიელის გაყიდას 25 მილიონ ევროდ გეგმავს.