მომბლანო:“ იუვენტუსი ტონალის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა ლუკა მომბლანომ დაადასტურა, რომ გუნდის ხელმძღვანელობაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, სანდრო ტონალი ბიანკონერის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
ტურინულ გრანდს გუნდში იტალიური ბირთვის ჩამოყალიბება სურს და სანდრო ტონალის ამისთვის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
ნიუკასლთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება, თუმცა იუვენტუსი ინგლისელებთან მოლაპარაკებებში დუგლას ლუისის გამოყენებას ეცდება.