იუვენტუსი ტონალის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, სანდრო ტონალი იუვენტუსისთვის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად საოცნებო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის ინტერესი დავიდე ფრატეზის მიმართ მართლაც არსებობს, თუმცა გუნდის პრიორიტეტი სწორედ ტონალი გახლავთ.
დი ნატალეს თქმით, იუვენტუსის წარმომადგენლებსა და ტონალის აგენტს შორის კონტაქტი ნარჩუნდება და დიდი ალბათობით ბიანკონერი სეზონის ბოლოს ინგლისელებთან აქტიურ მოლაპარაკებებს შეუდგება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
