იუვე ტონალის გაფორმების გზებს ეძებს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ნიუკასლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა თანხმდება, რომ იტალიელის გაფორმებით გუნდი ნახევარდაცვაში საგრძნობლად გაძლიერდება, თუმცა ტონალის ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან ნიუკასლი იტალიელთან მარტივად დამშვიდობებას არ აპირებს.
იუვენტუსი ტონალის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, ამის გარდა კი ბიანკონერი ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების, მათ შორის ჯონათან დევიდის ჩართვას განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
