TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ტომორის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მილანის მცველის ფიკაიო ტომორის ტრანსფერით ინტერესდება.

რენატუ ვეიგას ჩელსიში დაბრუნების შემდეგ, რასაც დიდი ალბათობით ლოიდ კელის გაყიდვაც დაემატება, ტურინული გრანდი ცენტრალური მცველის ძიებაშია და Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე როსონერის უკანახაზელი გახლავთ.

გამოცემის ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი 27 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს. იუვენტუსის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის მარსელის კაპიტანი ლეონარდო ბალერდია, ტომორი კი მის ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !