TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ტოდიბოს ტრანსფერზე უფრო გააქტიურდა

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და ბიანკონერი ფრანგის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 24 წლის მცველის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერპსექტივით, რაც მარტივად მიღწევადი პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ნიცას ფულის მიღება გარანტირებულად სურს, თუმცა გუნდებს შორის არსებული კარგი ურთიერთობისა და ფეხბურთელის იუვენტუსში გადასვლის სურვილის ფონზე, მხარეებს საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ.

26 views
error: დაცული კონტენტი !