იუვენტუსი თებერვალში სპალეტის წარმომადგენლებს შეხვდება
იუვენტუსს სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ ბევრი სამუშაო ელოდება.
ტურინული გრანდი თებერვალში კონტრაქტებზე დაიწყებს მუშაობას და გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ლუჩიანო სპალეტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.
იუვენტუსი იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს, შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
სპალეტის იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან და ჯონ ელკანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მისი გუნდში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
