იუვენტუსი ტავარეშის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ფლანგის მცველის ძიებას აგრძელებს და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლაციოს ნუნო ტავარეში გახლავთ.
25 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლაციოში გაატარა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არწივებმა მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ლაციო პორტუგალიელის სანაცვლოდ, ვისი გაფორმებაც 7 მილიონი დაუჯდათ, დაახლოებით 30-35 მილიონს ითხოვს.