იუვე ტავარეშის ტრანსფერში მბანგულას ჩართვას ეცდება
იუვენტუსი ლაციოს უკანახაზელის ნუნო ტავარეშის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ტურინული გრანდი მისი გაფორმების გზებს აქტიურად სწავლობს.
ლაციო 25 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი ტავარეშის ტრანსფერში სამუელ მბანგულას ჩართვას განიხილავს. ლაციო ბელგიელის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და არ არის გამორიცხული, აღნიშნულ ბარერს დათანხმდეს, თუ იუვენტუსი დაახლოებით 10-15 მილიონს დაამატებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)