იუვე ტავარეშის მიმართ ინტერესს არ კარგავს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი ლაციოს ფეხბურთელის ნუნო ტავარეშის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ლაციოს უკანახაზელი ტურინული გრანდის სატრანსფერო სიაშ ჯერ კიდევ კრისტიანო ჯუნტოლის დროიდან მოყოლებული იმყოფება და წყაროს ცნობით, 25 წლის პორტუგალიელი დამიენ კომოლის ერთ-ერთი სამიზნეა.
წყაროს ცნობით, არწივები ტავარეშის იანვარში გაყიდვის წინააღმდეგები არ იქნებიან, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 20-25 მილიონს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
