იუვე სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი ახლოვდება და იუვენტუსს სურს, ახალი სპორტული დირექტორი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიმატოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის სპორტული დირექტორის პოზიციაზე 3 კანდიდატურას განიხილავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ჯენოას მარკო ოტოლინის, ტულუზას ვიქტორ ბეჟანისა და დიეგო ლოპესის ტრიოდან ერთ-ერთის გაფორმებას ეცდება.
მათ შორის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ოტოლინი გახლავთ, თუმცა პრობლემა ჯენოასთან მისი მიმდინარე კონტრაქტია და უცნობია, დათანხმდება თუ არა გენუური გუნდი იტალიელის უსასყიდლოდ გაშვებას.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                