TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ახალი სპორტული დირექტორის ძიებაშია

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსი გუნდის ახალი ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებაზე მუშაობას აგრძელებს და ბიანკონერი სპორტული დირექტორის ძიებაშია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ბოლო დღეებში რიკი მასარას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

იუვენტუსის სპორტული დირექტორის პოსტზე განიხილება მატეო ტონიოციც, ვინც ტურინულ გრანდში დაბრუნებასთან ახლოს არის. ბიანკონერის სიაში გახლავთ ლენსის ყოფილი სპორტული დირექტორი დიეგო ლოპესი, ის იუვენტუსის ახალი გენერალური დირექტორის კომოლის ფავორიტია.

error: დაცული კონტენტი !