TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტის მიმართ ნდობას არ კარგავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტის გაშვებას არ აპირებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი და პირადად ჯონ ელკანი სპალეტის გუნდში დარჩენას და პროექტის იტალიელ სპეციალისტთან ერთად განვითარებას ემხრობა.

გამოცემის ცნობით, ელკანი ჩაგდებულ სეზონში პირველ რიგში დამიენ კომოლის ადანაშაულებს. კატასტროფულად ცუდი ტრანსფერები ზაფხულში და იგორ ტუდორთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება დამიენ კომოლის უდიდეს შეცდომებად მოიაზრება, რის გამოც მისი მომავალი იუვენტუსის რიგებში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)