იუვენტუსი გუნდში სპალეტის მიყვანას განიხილავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის პოტენციური მწვრთნელების სიას ლუჩიანო სპალეტიც შეუერთდა.
სპალეტი დღეს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ბოლო მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც აძურის დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.
Tuttosport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის იგორ ტუდორს იუვენტუსში დარჩენის კარგი შანსი აქვს, მაგრამ თუ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი გაშვება გადაწყვიტა, სპალეტი იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
