იუვენტუსს სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს პერიოდში სურს
იუვენტუსი მომდევნო კვირებში ლუჩიანო სპალეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
იტალიელი სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, კონტრაქტი ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება, თუ იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა და პირადად ჯონ ელკანი სპალეტის მუშაობით კმაყოფილია, გუნდი არა მხოლოდ ლუჩიანოს კარგ შედეგებს, არამედ მის პროფესიონალიზმს, ახალგაზრდებთან მუშაობის უნარს და გუნდის რესურსების სწორად გამოყენებას აფასებს და სპალეტის ახალი, წარმატებული პროექტისთვის იდეალურ მწვრთნელად მოიაზრებს.
იუვენტუსს ლუჩიანოს კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
