TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სპალეტის აგენტს მომდევნო კვირებში შეხვდება

იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მომდევნო კვირებში ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება.

გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ლუჩიანოს იუვენტუსში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია, ჯონ ელკანს იტალიელ სპეციალისტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სპალეტის დარჩენას მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.

წყაროს ცნობით, ლუჩიანომ გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსისგან აქტიურობას და პრობლემური პოზიციების გაძლიერებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !