იუვე სორლოთის აგენტს შეხვდა
იუვენტუსი ახალი ფორვარდის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ამ მომენტისთვის ატლეტიკოს ალექსანდრ სორლოთია.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსმა 30 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა.
ატლეტიკო ნორვეგიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს და არ არის გამორიცხული, ესპანელებმა ის ნიკო გონსალესის ტრანსფერში გამოიყენონ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
