იუვე სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და ბენფიკას შორის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ინფორმაციით, იანვარში იუვენტუსის პრიორიტეტი სწორედ სილვა იქნება, ჰანცკოს გაფორმებას კი ბიანკონერი სეზონის ბოლოს ეცდება.
ტურინულ გრანდს ახალგაზრდა ტალანტის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც საერთო ჯამში იუვენტუსს 30-35 მილიონი ევრო დაუჯდება.