TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ბერნარდო სილვას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან სეზონის ბოლოს იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

31 წლის ნახევარმცველის უფასოდ გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი, ასევე არაბული გუნდები ეცდებიან. Calciomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი იუვენტუსია. ტურინული გრანდი სილვას მისი გამოცდილებისა და კლასის გათვალისწინებით გუნდის გასაძლიერბელად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს, მაგრამ იუვენტუსს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
 
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !