TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი სილვას თაობაზე გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებს

იუვენტუსსა და ბენფიკას შორის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

პორტუგალიელებმა ტურინული გრანდის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი ახალგაზრდა ტალანტის 6-თვიან იჯარაში 5 მილიონს იხდიდა, შემდგომში მისი 30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, უარით გაისტუმრეს და Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ბენფიკას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

იუვენტუსის გარდა, სილვას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს ასტონ ვილა, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელის პრიორიტეტი კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელებაა.