იუვე ბერნარდო სილვას ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული მედიის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ბერნარდო სილვას ტრანსფერით ინტერესდება.
31 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
TeamTalk-ის ცნობით, სილვას უფასოდ გაფორმებით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსია, თუმცა ტურინულ გრანდს კონკურენციას არაერთი ევროპული გრანდი გაუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
