TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სილვას მიმართ ინტერესს არ კარგავს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის ბერნარდო სილვას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

31 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ გუნდს ზაფხულში მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.

დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსმა გასულ კვირებში სილვას აგენტთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და გუნდის ინტერესი დაადასტურა, თუმცა ტურინულ გრანდს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !