TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე შკრინიარის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს მცველის მილან შკრინიარის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 2 მცველის გაფორმებას გეგმავს და პოტენციურ კანდიდატთა შორის ერთ-ერთი სწორედ სლოვაკი ფეხბურთელია.

შკრინიარი იტალიაში დაბრუნების და იუვენტუსში თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 9 მილიონი ევროა, რასაც პსჟ-ს პოზიციაც ემატება, პარიზელები ფეხბურთელის იჯარას ჯერჯერობით არ თანხმდებიან და მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ.