იუვე ბენიამინ შეშკოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
ჯონათან დევიდის გაფორმების შემდეგ, იუვენტუსი კიდევ ერთი ფორვარდის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაიფციგის შემტევი ბენიამინ შეშკო ტურინული გრანდის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.
იუვენტუსი პსჟ-სთან კოლო მუანის თაობაზე ვერ თანხმდება, არსენალი კი, რომელიც შეშკოს ტრანსფერზე მუშაობდა, ვიქტორ გიოკერეშის გაფორმებასთან არის ახლოს, რაც ტურნულ გრანდს სლოვენიელი ფორვარდის გაფორმების შანსს უჩენს.
ლაიფციგი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 65-70 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ