იუვე შესნის უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვოიცეხ შესნის გუნდიდან უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის.
ტურინულმა გრანდმა მიკელე დი გრეგორიო გაიფორმა, პოლონელი კი ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაშვებას ცდილობს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი შესნისთან კონტრაქტის გაწყვეტისა და მისი უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც გუნდს პოლონელის წლიურ ხელფასს – 6.5 მილიონ ევროს დაუზოგავს.