იუვე სენესის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
არგენტინელი მცველის მიმდინარე კონტრაქტი ბორნმუთთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინული გრანდი მის უფასოდ გაფორმებას ცდილობს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს 28 წლის არგენტინელთან პრე-კონტრაქტის გაფორმება უნდა. ტურინული გრანდი მას 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 5-5.5 მილიონს სთავაზობს.
სენესის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა იუვენტუსი ამ მომენტისთვის ფავორიტია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
