იუვენტუსი სენესის საბოლოო პასუხის მოლოდინშია
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი მარკოს სენესის საბოლოო პასუხის მოლოდინშია.
ტურინული გრანდი ბორნმუთის კაპიტანის უფასო ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იუვე არგენტინელ მცველს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
სენესის სხვა, ფინანსურად უკეთესი წინადადებები აქვს, მაგრამ მას იუვენტუსში თამაში სურს. მოსალოდნელია, რომ არგენტინელი საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
