TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სებალოსის სიტუაციას აკვირდება

იუვენტუსი მადრიდის რეალის ნახევარმცველის დანი სებალოსის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი 29 წლის ფეხბურთელის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ესპანელმა რეალში დარჩენა გადაწყვიტა.

სებალოსი ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის, ამიტომ იანვარში გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. Tuttomercato-ს ცნობით, თუ რეალი მისი იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბიანკონერი ესპანელის გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !