TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს გაფორმების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ერიკ ტენ ჰაგთან უთანხმოება მოაგვარა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მანცესტერი მისი გაყიდვის წინაარმდეგი არ არის, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს.

დი მარციოს ცნობით, იუვენტუსს მხარეებს შორის არსებული პრობლემებით სარგებლობა და ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურდა, თუმცა ახლა რთულად წარმოსადგენია, რომ წითელმა ეშმაკებმა ის იჯარით გაუშვან…