TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ინგლისელი ფეხბურთელის გაფორმება ბონუსების ჩათვლით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს.

მანჩესტერს სანჩოს 25 მილიონად გაყიდვის იმედი აქვს, მაგრამ ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, მათ ამ თანხის მიღება გაუჭირდებათ.

სანჩოსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და ფეხბურთელის პრიორიტეტი კარიერის ტურინში გაგრძელებაა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !