TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი სანჩოს ტრანსფერის დახურვას უახლოეს საათებში გეგმავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის დახურვას მომდევნო 48 საათში გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა საერთო შეთანხმება როგორც ფეხბურთელთან, ასევე მანჩესტერთან მიაღწია და ახლა მხარეები ბოლო დეტლაებს ათანხმებენ, რის შემდეგაც ინგლისელი ფეხბურთელი იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდება.

მოსალოდნელია, რომ მანჩესტერი სანჩოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 7.5-8 მილიონი ევრო იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !